ახალი ამბები

ერაყის სამხედრო ძალები ISIS-ის კონტროლირებად ქალაქ მოსულში შევიდნენ

1 ნოემბერი, 2016 • 1476
ერაყის სამხედრო ძალები ISIS-ის კონტროლირებად ქალაქ მოსულში შევიდნენ

ერაყის სამხედრო ძალები ქალაქ მოსულის აღმოსავლეთ ნაწილში პირველად შევიდნენ და ცდილობენ ქალაქიდან ტერიროსტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” გაბდევნონ. ინფორმაციას BBC ადასტურებს. მათი კორესპოდენტი ამჟამად ერაყის ძალებთან ერთად იმყოფება და აცხადებს, რომ ISIS დიდ წინააღმდეგობას უწევს ქალაქში შესულს სამხედროებს.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდერ ალ-აბადიმ მოუწოდა მოსულში მყოფ ტერორისტებს, რომ ჩაბარდნენ.

ერაყმა ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი ქალაქის გასათავისუფლებლად შეიარაღებული თავდასხმა 17 ოქტომბერს დაიწყო.

მოსული ყველაზე დიდი ქალაქია, რომელიც ჯერ კიდევ “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების მმართველობის ქვეშაა. 2014 წელს სწორედ მოსულში გამოაცხადა “ისლამური სახელმწიფოს” მეთაურმა, აბუ ბაქარ ალ-ბაღდადიმ ხალიფატის დაარსება ერაყსა და სირიაში – სახელმწიფოსი, რომელიც ისლამური წესებით იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი