ახალი ამბები

ვახტანგ ხმალაძემ “რესპუბლიკური პარტია” დატოვა

1 ნოემბერი, 2016 • 2238
ვახტანგ ხმალაძემ “რესპუბლიკური პარტია” დატოვა

დავით უსუფაშვილის,  ფრიდონ საყვარელიძის და პაატა ზაქარეიშვილის შემდეგ “რესპუბლიკური პარტია” ვახტანგ ხმალაძემ დატოვა.

“ვადასტურებ, დავტოვე პარტია. მიზეზი არის აზრთა სხვადასხვაობა მნიშვნელოვან საკითხებზე, მეტს არ ვიტყვი. ჯერჯერობით პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას ვგეგმავ, დანარჩენი ვნახოთ,” – აღნიშნავს ვახტანგ ხმალაძე.

29 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა, რომელიც იყო რეპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე 2013 წლამდე და 2016 წლის არჩევნებში პროპორციული სიის პირველი ნომერი, რესპუბლიკური პარტია დატოვა.  იმავე დღეს პარტია ფრიდონ საყვარელიძემაც დატოვა.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის,  ხათუნა სამნიძის განაცხადებით,  პარტიას სჭირდება არა მიკიბვ-მოკიბვით ლაპარაკი, არამედ მკვეთრად ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკა.

“ვფიქრობ, ჩევნს პარტიას სჭირდება მკვეთრად ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკა, არა მიკიბვ-მოკიბვით ლაპარაკი. ჩვენ 2008-ში, ძალიან მძიმე პერიოდში, მივიღეთ 69 ათასი ამომრჩევლის მხარდაჭერა, ჩვენ ეს ამომრჩევლები დავკარგეთ და გვაქვს 27 ათასი ადამიანის მხარდაჭერა. ეს ჩემთვის არის სიგნალი, რომ ადამიანებმა, მაშინ, როცა ხედავდნენ პარტიის ძალიან მკვეთრ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ პოლტიკას, პარტიის ამ ოთხწლიან პოლიტიკაში ვერ დაინახეს და შესაბამისი პასუხი გაგვცეს. ეს არ არის ერთადერთი კომპონენტი ამ შედეგის, ბუნებრივია. წინასაარჩევნო კამპანიას თუ გავისხენებთ, ეს იყო მტრული, შავ-თეთრი, მტრის ხატზე დაფუძნებული. ამანაც იმოქმედა”, – ამბობს ხათუნა სამნიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი