ახალი ამბებიეკონომიკა

„ყატარის ავიახაზები“ თბილისსა და დოჰას შორის ფრენების სიხშირეს ზრდის

31 ოქტომბერი, 2016 • 1610
„ყატარის ავიახაზები“ თბილისსა და დოჰას შორის ფრენების სიხშირეს ზრდის

ავიაკომპანია „ყატარის ავიახაზები“ ზრდის ფრენის სიხშირეს დოჰა-თბილისი-დოჰას მიმართულებით და მიმდინარე წლის 15 დეკემბრიდან რეგულარულ რეისებსნაცვლად 7 სიხშირისა,  კვირაში 11 სიხშირით შეასრულებს.

ეს ინფორმაცია 31 ოქტომბერს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების სამინისტრომ გაავრცელა. უწყების მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, ვიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ.

სამინისტროს ცნობით, ავიაკომპანიის მიერ დამატებულ ოთხ ახალ სიხშირეზე რეგულარული ფრენები უშუალოდ დოჰასა და თბილისს შორის, შუალედური პუნქტის – ბაქოს გავლის გარეშე განხორციელდება. საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით სააგენტოში შეტანილი განაცხადის მიხედვით, დოჰა-ბაქო-თბილისი-ბაქო-დოჰა საჰაერო ხაზზე ოპერირებას „ყატარის ავიახაზები“ ჩვეული განრიგის მიხედვით, ყოველდღიურად  გააგრძელებს, დოჰა-თბილისი-დოჰას დამატებითი რეისები კი ყოველ   ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას  შესრულდება.

ფრენები Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი