ახალი ამბები

საერთაშორისო დამკვირვებლები მეორე ტურის არჩევნებს დადებითად აფასებენ

31 ოქტომბერი, 2016 • 1933
საერთაშორისო დამკვირვებლები მეორე ტურის არჩევნებს დადებითად აფასებენ

ევროსაბჭოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეებისა და  ევროპული პარლამენტის საერთაშორისო დამკვრვებლების შეფასებით არჩევნების მეორე ტური, საკანონმდებლო ჩარჩოში არსებული ნაკლოვანებების მიუხედავად, დადებითად ჩატარდა.

დღეს, 31 ოქტომბერს, გამართულ პრესკონფერენციაე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არჩევნების მეორე ტური ისე წარიმართა, რომ ამომრჩევლებისა და კანდიდატების უფლებები იყო დაცული.

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების აზრით, სირთულეს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ნათელი არ იყო საკანონმდებლო ჩარჩო მეორე ტურის ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც იწვევდა პროცედურულ პრობლემებს, მაგრამ პირველი ტურის შემდეგ მეორე ტური უფრო კარგად ჩატარდა, რადგან ალადობას არ ჰქონდა ადგილი და ხალხმა მიიღო არჩევნების შედეგები.

სადამკვირვებლო მისიის ანგარშში აღნიშნულია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმ პარტიებს, რომლებიც აღარ მონაწილეობდნენ არჩევნების მეორე ტურში, აღარ გაუგრელა აკრედიტაცია, რითიც ცესკომ კანონის ინტერპრეტაცია მოახდინა, რადგან კანონში ამგვარი ჩანაწერი არ არსებობს.

იგნასიო სანჩეს ამორის, სპეციალური კოორდინატორის და ეუთოს მოკლევადიანი დამკვირვებელის განცხადებით, გუშინდელმა მეორე ტურის შედეგმა დაადასტურა, რომ პარტიებს შეელოთ მონაწილეობის მიღება, ხოლო ამომრჩევლებს- ინფორმირებული არჩევანის გაეკეთება.

სანჩესის თქმით, ხშირად არ იყო ყველა უფლება დაცული საარჩენო კომისიებსა და სასამართლოებში, მასმედია კი მეორე ტურის დროს უფრო დაბალანსებულად აშუქებდა საარჩევნო მოვლენებს.

სანჩესმა ასევე აღნიშნა, რომ მეორე ტურის დროს კომისიის წევრები უკეთესად იყვნენ მომზადებული და კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში და პროფესიულად წარიმართა.

სანჩესმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობაში ცუდი არაფერია, მაგრამ ამ უფლებამოსილებებს მოჰყვება დიდი პასუხისმგებლობა.

“მნიშვნელოვანია, რომ ესეც სათანადოდ იყოს გათვალისწინებული ევროკავშირისკენ მიმავალ გე. აუცილებელია, რომ ალთა დაბალნსება მოხდეს და უმცირესობის უფლებები ნებისმიერი დისკუსიის ცენტრში იმყოფებოდეს, თუკი ადგილი ექნება საკონსტიტუციო ცვლილებებს. ყურადღება უნდა მიექცეს პარტიებს შორის ჯანსაღ კონკურენციას”, – ამბობს სანჩესი.

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი, ევროპული პარლამენტის დელეგაციის ხელმღვანელი, ანა გომესი ამბობს, რომ მიიღეს ინფორმაცია ეწოლის შესახებ, რაშიც იგულისხმებოდა სოციალური მხარდაჭერის მოხსნა, თუნდაც სამსახურიდან გათავისუფლება, თუ ადამიანი მხარს დაუჭერდა ოპოიციის კანდიდატს.

“შეილება ბევრი ბრალდება არ იყოს დასაბუთებული, მაგრამ აღვნიშნოთ, რომ გარკვეული შიში არსებობს და ამას ყურადღება უნდა მიაქციონ”, – ამბობს გომესი.

მისი შეფასებითაც, საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესი პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა. იგი მიესალმება, რომ ამ პროცესში ბევრი ქალი მონაწილეობდა, რომლებმაც კომპეტენციის მაღალი დონე აჩვენეს.

გომესმა ისიც აღნიშნა, რომ რამდენიმე უბნის წინ კაცები ჯგუფებად იყვნენ შეკრებილი, რომლებიც კენჭისყრის დღეს დაძაბულობას ქმნიდნენ.

ემანუელის ინგერმა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ხელმღვანელობდა, განაცხადა, რომ უნდა გაანალიდეს ის ფაქტი, რატომ მოხსნა არჩევნების მეორე ტურში ოგიერთმა კანდიდატმა თავისი კანდიდატურა.

მისი აზრით, საქართველოს ევროპული მომავალი დაკავშირებულია დემოკრატიის განვითარებასთან და აბსოლუტური უმრავლესობის ქონა პარლამენტში ნიშნავს პასუხისმგებლობას საქართველოს დემოკრტიული მომავლის მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი