ახალი ამბები

არჩევნების მეორე ტურის შედეგები [ინფოგრაფიკა]

31 ოქტომბერი, 2016 • 2886
არჩევნების მეორე ტურის შედეგები [ინფოგრაფიკა]

გთავაზობთ 2016 წლის 30 ოქტომბერს 50 მაჟორიტარულ ოლქში გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგებს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რომელიც აღარ შეიცვლება, რადგანაც დათვლილია თითქმის ყველა უბანი, ქართულმა ოცნებამ მეორე ტურზე 48 მაჟორიტარულ ოლქში მოიგო არჩევნები. # 1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, თუმცა მას მხარს “ქართული ოცნება” უჭერს, ხოლო ხაშურის ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატ ვალერი გელაშვილს მრეწველების წარმომადგენელმა – სიმონ ნოზაძემ მოუგო.

ნახეთ ინფოგრაფიკაზე კანდიდატების მიერ მეორე ტურში მიღებული ხმების რაოდენობა:

ნახეთ კანდიდატების მეორე და პირველი ტურის შედეგები:

მასალების გადაბეჭდვის წესი