ახალი ამბები

ISFED ერთი უბნის მონაცემების ბათილად ცნობას ითხოვს

30 ოქტომბერი, 2016 • 1364
ISFED ერთი უბნის მონაცემების ბათილად ცნობას ითხოვს

“სამართლიანი არჩევნები”საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ერთი უბნის მონაცემების ბათილად ცნობას ითხოვს. კერძოდ, საქმე ეხება ზუგდიდში #66 მაჟრიტარული ოლქის #72 საარჩევნო უბანს, სადაც ორგანიზაციის ცნობით,  ხმის დათვლის დროს ხმის ფარულობის დარღვევის მასშტაბური ფაქტი გამოვლინდა.

“35 კონვერტში საარჩევნო ბიულეტენებთან ერთად მოთავსებული იყო ამომრჩევლის ბარათები, რაც ამომრჩევლების იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა. მათ შორის, ერთ-ერთ ბიულეტენზე ამომრჩეველს გაკეთებული ჰქონდა მინაწერი, რითიც იგი ადასტურებდა კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მიცემის ფაქტს. აღნიშნულ ბიულეტენებში მოქალაქეებს არჩევანი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჰქონდათ გაკეთებული”,- განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ, რომლის თქმითაც, “სამართლიანი არჩევნები” საჩივარს წარადგენს და უბნის ბათილად ცნობას მოითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი