ახალი ამბები

პრემიერი: კითხვა, საქართველო იქნება თუ არა ნატოს შავი ზღვის პროგრამის ნაწილი, არ არსებობს

30 ოქტომბერი, 2016 • 1963
პრემიერი: კითხვა, საქართველო იქნება თუ არა ნატოს შავი ზღვის პროგრამის ნაწილი, არ არსებობს

[gray_box]Content[/gray_box]

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ კითხვა, საქართველო იქნება თუ არა ნატოს შავი  ზღვის უსაფრთხოების ნაწილი, არ არსებობს.

,,ნატო რომ ხედავს საქართველოს როლს ამ პროცესში, გამოხატულია არაერთ დეკლარაციაში. მათ შორის ვარშავის სამიტზე იყო ამაზე საუბარი, რომ საქართველო იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების კონსულტაციების ნაწილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ნატო–საქართველოს ერთობლივი საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გამახვილდა ამაზე ყურადღება. როდესაც საქართველოში ჩატარდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა, ძალიან ხაზგასმით თქვეს, რომ საქართველო იქნება აუცილებლად შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგის ნაწილი. კითხვა იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა უკვე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ასეთი ტიპის გეგმების ნაწილი, არ არსებობს იმიტომ, რომ  ამაზე თითონ გენერალურმა მდივანმაც და ნატოს არაერთი წევრის მაღალი დონის პოლიტიკოსმა არაერთი განცხადება გააკეთა. ჩვენ ვართ ფაქტობრივად ინტეგრირებული ნატოს უსაფრთხოების სისტემაში. ჩვენ ვართ მონაწილე მათი საერთაშორისო ოპერაციების, დღეს უკვე ჩვენ გაგვაჩნია ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების და თავდაცვის თანამშრომლობის მემორანდუმი აშშ–თან, რომელიც ჩვენ გვაძლევს თვისობრივად ახალ შესაძლებლობებს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განმტკიცების. იქ არის ხაზგასმით ნათქვამი, რომ თუ აქამდე ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო ქართველი სამხედროების მონაწილეობაზე, რომ მათ მონაწილეობა მიეღოთ საერთაშორისო მისიებში, დღეიდან მთავარი აქცენტი კეთდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და ამ მიმართულებით დინამიკა არის ძალიან მაღალი. არის თუ არა ცივი ომი, ამაზე საუბარი რთულია დღეს, ჩვენ არ გვინდა ვიცი ომი, გვინდა, რომ მაქსიმალიურად შემცირდეს დაძაბულობა ჩვენს რეგიონში. ჩვენ გვაქვს არჩეული ძალიან სწორი პოზიცია ამ მიმართულებით, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციონირება არის ისეთი, რომ, ერთი მხრივ, ის განაპირობებს საქართველოს ინტეგრაციას დასავლურ სტრუქტურებში და, მეორე მხრივ, ეს არის რეგიონში დაძაბულობის შენელებაზე მიმართული პოლიტიკა, როდესაც ჩვენ ვცდილობთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში ჩავასხათ ისეთი ზეთი, რომელიც შეამცირებს დაძაბულობას ჩვენს ქვეყნებს შორის. ასეთი ზეთი არის ვაჭრობა, ტურიზმი, კულტურული ურთიერთობები. სწორედ ასეთი დაძაბულობის შენელება გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ თანმიმდევრულობა იქ, სადაც ჩვენ ვართ, ანუ დასავლეთისკენ. ეს სტრატეგია ამართლებს, ქმნის სტაბილურობის შეგრძნებას ქვეყანაში. ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ სრულ სტაბილურობაზე, სანამ ჩვენს ქვეყანაში არის ოკუპირებული ტერიტორიები. ამაზე შეკითხვა არ არსებობს, მაგრამ ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ საკმარის სტაბილურობაზე იმისათვის, რომ საქართველომ მოიძიოს ინვესტიციები, იყოს გარკვეული პროგნოზირებადობა ქვეყანაში. რომ საქართველომ გააგრძელოს საკუთარი კურსი დასავლეთისკენ,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით-,,საქართელო აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრუქტურებში, ვინაიდან ვთვლით, რომ ვართ მათი ინტეგრირებული ნაწილი. ჩვენი ნატოში წევრობა არის დროის საკითხი, მხოლოდდამხოლოდ და აქ შეკითხვები არის გამორიცხული”.

მასალების გადაბეჭდვის წესი