ახალი ამბები

პრემიერი მიიჩნევს, რომ ქორწინების შესახებ ჩანაწერი ჰომოფობიას არ გააღვივებს

29 ოქტომბერი, 2016 • 1288
პრემიერი მიიჩნევს, რომ ქორწინების შესახებ ჩანაწერი ჰომოფობიას არ გააღვივებს

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერი ჰომოფობიას არ გააღვივებს.

იმედის “ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში  კითხვას, ქორწინების შესახებ ჩანაწერის გაკეთება საქართველოს კონსტიტუციაში ხომ არ გააღვივებს ჰომოფობიას, პრემიერმა ასე უპასუხა:

“ვერანაირ რისკებს ამ მიმართულებით ვერ ვხედავ. ის, რომ ხდება ამ ტიპის ინციდენტები, არ გულისხმობს იმას, რომ არ უნდა შემოვიღოთ ასეთი ტიპის ჩანაწერი. არანაირი კავშირი ამათ შორის არ არსებობს. ანტიდისკრიმინაციული კანონი არის ერთი მიმართულება, ჩვენ ყველანაირი დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვართ, მაგრამ ეს საკითხი ამასთან კავშირში არ არის”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ასეთი ჩანაწერის შემდეგაც ლგბტ თემის წევრები მაინც იგრძნობენ თავს სრულფასოვან მოქალაქეებად, თუმცა მათ სამოქალაქო ქორწინებაში შესვლის შესაძლებლობა კანონით არ მიეცემათ.

“ჩვენ ვიცავთ უმცირესობების უფლებებს და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა სწორედ ამიტომ მივიღეთ. ჩვენ ყველა უმცირესობის უფლებას ვიცავთ, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, ჩვენ “ერთსქესიანთა ქორწინების” აკრძალვის მხარდაჭერა გვაქვს კომბინაციაში ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან. ეს ძალიან დიდი განმასხვავებელია. ეს არ არის დისკრიმინაცია და ამაზე საუბრის გაგრძელება, არა მგონია, რომ სწორი იყოს. ეს საკითხი ამოწურულია, ჩევნ ვართ ქვეყნის დასავლური განვითარების მომხრე, ისე, რომ შევინარჩუნოთ საუკეთესო ტრადიციებს, რანაირი ზიანი ამას არ მიადგეს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი