ახალი ამბები

სამნიძე: პარტიას სჭირდება ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკა, არა მიკიბვ-მოკიბვით ლაპარაკი

29 ოქტომბერი, 2016 • 1532
სამნიძე: პარტიას სჭირდება ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკა, არა მიკიბვ-მოკიბვით ლაპარაკი

დღეს, 29 ოქტომბერს, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ პარტიას სჭირდება არა მიკიბვ-მოკიბვით ლაპარაკი, არამედ მკვეთრად ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკა.

“ვფირობ, ჩევნს პარტიას სჭირდება მკვეთრად ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკა, არა მიკიბვ-მოკიბვით ლაპარაკი. ჩვენ 2008-ში, ძალიან მძიმე პერიოდში, მივიღეთ 69 ათასი ამომრჩევლის მხარდაჭერა, ჩვენ ეს ამომრჩევლები დავკარგეთ და გვაქვს 27 ათასი ადამიანის მხარდაჭერა. ეს ჩემთვის არის სიგნალი, რომ ადამიანებმა, მაშინ, როცა ხედავდნენ პარტიის ძალიან მკვეთრ, იდეოლოგიაზე დაფუძნებულ პოლტიკას, პარტიის ამ ოთხწლიან პოლიტიკაში ვერ დაინახეს და შესაბამისი პასუხი გაგვცეს. ეს არ არის ერთადერთი კომპონენტი ამ შედეგის, ბუნებრივია. წინასაარჩევნო კამპანიას თუ გავისხენებთ, ეს იყო მტრული, შავ-თეთრი, მტრის ხატზე დაფუძნებული. ამანაც იმოქმედა”, – ამბობს ხათუნა სამნიძე.

სამნიძემ ასევე ისაუბრა დავით უსუფაშილის წასვლაზე რესპუბლიკური პარტიიდან და განაცხადა, რომ მისი წასვლა დიდი დანაკლისია პარტიისთვის, რადგან იგი კვალიფიცური პოლიტიკოსია. სამნიძემ აღნიშნა ისიც, რომ დიდი ხანია იყო დაწყებული დისკუსია პარტიის მომავალთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ შეჯერებული პოზიცია არ არის, და სწორედ ამ დროს მიიღო უსუფაშვილმა თავისი გადაწყვეტილება, რასაც სამნიძემ სამწუხარო უწოდა.

“უნდა დავუბუნდეთ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების პროცესს, როდესაც ჩვენ პირველად დავიწყეთ დისკუსია პარტიის შიგნით,  ვყოფილიყავით თუ არა კოალიციაში. გაგვეგრძელებინა კოალიციური პარტნიორობა, თუ გაგვეგრძელებინა უფრო ოპოზიციურ ფლანგზე. რესპუბლიკური პარტია გეგმავდა კოალიციიდან უფრო ადრე გამოსვლას, ვიდრე ეს მოხდა მოგვიანებით. ჩვენ შევძელით ის, რომ კომპრომისები მოგვეძებნა, ჩვენ კოალიციაში ვრჩებოდით, თუმცა რაღაც ეტაპებზე იყო დისკუსია, იყო თუ არა სწორი ის, რომ ჩვენ ვშორდებოდით ჩვენს ამომრჩეველს, მე ყოველთვის ვუსმამ ხოლმე ხაზს, რომ ჩვენ იმ კოალიციაში ყოფნით, სადაც გადღაბნილი იყო ღირებულებები და ძალიან რთული იყო ჩვენი ამომრჩევლისთვის ხმის მიწვდენა, და ეს დადასტურდა, ჩემი აზრით, ამ არჩევნების შედეგებითაც, რომ ჩვენმა პოლიტიკამ არ გაამართლა ჩვენი ამომრჩევლისთვის.  ჩვენ ძალიან გვიან გამოვედით კოალიციიდან, ესეც იყო ერთ-ერთი, დრო არ გვეყო, რომ ამომრჩეველს დავენახეთ, როგორც ოპოზიციური ძალა”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა ეს ტვირთი დავით უსუფაშვილზე, სამნიძე პასუხობს, რომ ეს ყველას ტვირთია, რადგან პარტიაში ამაზე შეთანხმდნენ.

“ჩვენ გვჭირდებოდა ღირებულებებზე და იდეოლოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ფსონი ახალ ძალებზე პარტიაში. ჩვენ გვჭირდება რეფორმები, ეს გვიკარნახა ამომრჩეველმა. ახალი თაობა თქვენთვის ცნობილია, ეს არ ნიშნავს, რომ ძველი რესპუბლილელები გადიან პოლიტიკიდან”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დავით უსუფაშვილმა დღეს, 29 ოქტომბერს, განაცხადა, რომ  რესპუბლიკურ პარტიას ტოვებს და დამოუკიდებელ ოპოზიციურ საქმიანობას მიჰყვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი