epa05583516 (FILE) A file picture dated 29 May 2012 shows US folk music legend Bob Dylan in the East Room of the White House in Washington, DC USA. Dylan won the 2016 Nobel Prize in Literature, the Swedish Academy announced in Stockholm on 13 October 2016.

ბობ დილანის თქმით, ნობელის პრემიის გადაცემამ მას “მეტყველების უნარი წაართვა”

The Guradin-ის ცნობით, ამერიკელი პოეტი და მომღერალი, ბობ დილანი ამბობს, რომ ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ნობელის პრემია გადასცეს, “მეტყველებს უნარი წაართვა”.

The Guradin წერს, რომ შვედეთის აკადემიის მუდმივ მდივანთან, სარა დარიუსთან საუბრისას დილანმა თქვა:

“დიდად ვაფასებ ამ პატივს, თუმცა ამ ამბის გაგებამ უსიტყვოდ დამტოვა”.

Daily Telegraph-თან ინტერვიუში დილანი ამბობს, რომ იგი დაესწრება დაჯილდეობის ცერემონიას, “რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება”, და დასძენს, რომ მისთვის დაუჯერებელია, თვალი გაუსწოროს იმ ფაქტს, რომ  ნობელის პრემიის ლაურეატია.

ნობელის ფონდმა, რომელმაც 28 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია დანიუსისა და დილანის სატელეფონო საუბრის შესახებ, აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არ მიუღიათ დილანისგან თანხმობა,  დაესწრება თუ არა დაჯილდოების ცერემონიას.

დილანმა რამდენიმეკვირიანი დუმილი დაარღვია მას შემდეგ, რაც 13 ოქტომბერს გადაეცა ნობელის პრიზი ლიტერატურაში “ამერიკული სიმღერის ტრადიციაში ახალი პოეტური გამოხატვის შექმნისთვის”.

თუმცა აქამდე ბობ დილანი არ პასუხობდა ნობელის კომიტეტის ზარებს , რის შემდეგაც კომიტეტმა შეწყვიტა მცდელობები, დილანს დაკავშირებოდა.

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილოება სტოკჰოლმში 10 დეკემბერს გაიმართება და გამარჯვებულებს პრიზს შვედეთის მეფე კალ გუსტაფ XVI გადასცემს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com