ახალი ამბები

მიხეილ მაჭავარიანი პარტიიდან არ მიდის, მაგრამ უკანა პლანზე ინაცვლებს

28 ოქტომბერი, 2016 • 2413
მიხეილ მაჭავარიანი პარტიიდან არ მიდის, მაგრამ უკანა პლანზე ინაცვლებს

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი მიხეილ მაჭავარიანი პარტიიდან არ მიდის, იგი ასევე მიიჩნევს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტში ძალიან კარგი გუნდი შეიყვანა:

პარტიის განცხადებით, დღეს, 28 ოქტომბერს, გავრცელებული ყველა განცხადება, რომელიც მაჭავარიანის “ნაციონალური მოძრაობიდან” წასვლას უკავშირდება, სიცრუეა:

“მე  ვრჩები ამ გუნდში, ვუჭერ მხარს გუნდის გადაწყვეტილებას, რომ მეორე ტურში და პარლამენტში ვიბრძოლოთ. თუმცა ამ ბრძოლას ახლა ახალი სახეები და ახალი ენერგია სჭირდება, რაც პარტიას ნამდვილად აქვს”,- მაჭავარიანის განცხადებას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი