ახალი ამბები

ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ინფორმაციას სინოდის წევრები ბრიუსელში მიიღებენ

28 ოქტომბერი, 2016 • 1636
ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ინფორმაციას სინოდის წევრები ბრიუსელში მიიღებენ

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მართლამდიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი სასულიერო პირები საქართველოდან 7-11 ნოემბერს ბრიუსელში საინფორმაციო შეხვედრაზე გაემგზავრებიან.

დელეგაციის წევრები ნატოს, ევროკავშირსა და ევროპარლამენტში საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ. 20-კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში სინოდის წევრები, სასულიერო პირები, საპატრიარქოს წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები იქნებიან.

“ვიზიტი პროექტის „საქართველო და ევროკავშირი“ ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანი სასულიერო პირების საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირება და ჩართულობის გაზრდაა,” – აცხადებენ ცენტრში.

საინფორმაციო ცენტრის ცნობით, პროექტს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასა და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩო საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი