ახალი ამბები

„არის თუ არა ეს ამომრჩევლის მოსყიდვა?“

27 ივლისი, 2012 • 1079
„არის თუ არა ეს ამომრჩევლის მოსყიდვა?“

სურსათის დარიგება ბათუმის მერიის  ჯანდაცვის და სოციალური საკითხთა  მიზნობრივი   პროგრამის ფარგლებში მოხდება. მოსახლეობის სასურსათო მხარდაჭერის პროგრამის შესახებ განკარგულებას დღეს მოეწერება  ხელი, რის საფუძველზეც 340 000 ლარი გამოიყო ბიუჯეტიდან. თითოეული პაკეტის ღირებულება 40 ლარით არის განსაზღვრული. სასურსათო  პაკეტი,  საკრებულოს გადაწყვეტილებით,  იმ ოჯახებს დაურიგდება, რომელთაც 0-დან 100 000 სარეიტინგო ქულა აქვთ.

 

მსგავსი პროგრამა ბათუმის მერიას შარშან არ განუხორციელებია.  

 

პროგრამის განმარტებით  ბარათში აღნიშნულია, რომ მერიამ სასურსათო პაკეტების  დარიგება ბათუმში   ტურისტულ სეზონზთან დაკავშირებით ყოველდღიური მოხმარების საგნებზე ფასების გაზრდის გამო გადაწყვიტა.

 

 

„ბატონო გიორგი, არის თუ არა ეს  ნაციონალური მოძრაობის მხრიდან   ამომრჩევლის  მოსყიდვა?“ –    მიმართა  რესპუბლიკელმა ირაკლი ჩავლეიშვილმა საკრებულოს  სხდომაზე   სხდომის სპიკერს.  საკრებულოს თავჯდომარემ, გიორგი კირთაძემ ამ ეჭვს უსაფუძვლო უწოდა. მისი თქმით, „2015 წელს არ არის მხოლოდ  არჩევნები და ჩვენ მოსახლეობას ვერ მივატოვებთ დახმარების გარეშე.“

 

 

გაზეთი  „ბათუმელები“ თავის მკითხველს პერიოდულად აწვდის ინფორმაციას ქალაქის დიდ სუპერმარკეტებში ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის ფასების შესახებ.

2012 წლის იანვრის და  ივლისის  მონაცემებს თუ შევადარებთ,  შაქრის, ფქვილის და მაკარონის ფასები  თითქმის უცლელია, რამდენიმე პროდუქტის ფასზე კი კლება შეინიშნება.  მაგალითად, „პოპულის“ ქსელში იანვარში  1 ლიტრი ზეთის ღირებულება  იყო ოთხი ლარი და 55 თეთრი, ივლისის მონაცემებით იგივე პროდუქტზე ფასი ერთი ლარზე მეტი თანხით შემცირდა – ქართული წარმოების ზეთის შეძენა მომხმარებელს  გასულ კვირას „პოპულში“  3, 05 თეთრად შეეძლო.

 

 

ბათუმის ბიუჯეტი  დღეს  დახლოებით ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა. 150 000 ლარი  ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური გამწვანების ოფისისა და სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის დაიხარჯება.

 

 

ბოლო  მონაცემებით, ბათუმის ბიუჯეტის შესრულების გეგმა 2012 წლისთვის 206,147,8 ლარს შეადგენს.

სოციალური პროგრამების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით გასამმაგებულია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი