ახალი ამბები

ლონდონის ოლიმპიადა რამდენიმე საათში გაიხსნება

27 ივლისი, 2012 • • 1234
ლონდონის ოლიმპიადა რამდენიმე საათში გაიხსნება

 

დღეს, თბილისის დროით ღამის 12 საათზე, იხსნება ლონდონის 30-ე ოლიმპიური თამაშები, სადაც საქართველო 35 სპორტსმენით სპორტის 11 სახეობაშია წარმოდგენილი. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მედროშე ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძეა.

 

ლონდონის ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშა გუშინ აღიმართა, ხოლო ოლიმპიურ თამაშებში დღეს პირველი ქართველი, მშვილდოსანი ეკატერინე ესებუა მიიღებს მონაწილეობას.

 

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, ზაფხულის 30-ე ოლიმპიური თამაშების პერიოდში ლონდონში იფუნქციონირებს “ქართული სახლი”. ოლიმპიადის დღეებში “ქართული სახლი” უმასპინძლებს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებს, იქნება შეხვედრები ვეტერან ოლიმპიელებთან, კულტურისა და ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეებთან.

 

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ლონდონში გამგზავრებამდე საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა დალოცა, მოგვიანებით სპორტსმენებს საქართველოს პრეზიდენტმაც უმასპინძლა.

ოლიმპიური ნაკრები
ოლიმპიური ნაკრები

ოლიმპიური ნაკრები პატრირქთან
ოლიმპიური ნაკრები პატრირქთან

ოლიმპიური ნაკრები პრეზიდენტთან
ოლიმპიური ნაკრები პრეზიდენტთან

მასალების გადაბეჭდვის წესი