ახალი ამბები

sknews.ge: რაბათის ციხის რესტავრაციას მსხვერპლი მოჰყვა

27 ივლისი, 2012 • 2162
sknews.ge: რაბათის ციხის რესტავრაციას მსხვერპლი მოჰყვა

ინფორმაციის თანახმად, რომელსაც  გაზეთი ვებ გვერდის მეშვეობით ავრცელებს,   შემთხვევა 26 ივლისს, დაახლოებით 19.00 საათზე მოხდა. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმმა  ჯულიეტა კაპანაძემ განაცხადა, რომ ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს საშუალო ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

„უსაფრთხოების ღვედი ჰქონდა შეხსნილი და სავარაუდოდ თავი ქვაზე დაარტყა“, – განაცხადა ექიმმა. სასწრაფო დახმარების სამსახურში შემთხვევის შესახებ შეტყობინება 19 საათსა და 28 წუთზე შევიდა.

sknews.ge-ის ცნობით,  გარდაცვლილი პროზექტურაშია გადასვენებული და ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. საქმეს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის სამმართველო იძიებს. რაბათის ციხის რესტავრაციის ზედამხედველები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.

რაბათის ციხის რესტავრაცია სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით მიმდინარეობს და ახალციხის ერთ-ერთ ძველ უბანს ადრინდელი იერსახე უბრუნდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი