ახალი ამბები

კახი კალაძეს ყველა ანგარიში დაუყადაღეს

26 ივლისი, 2012 • • 1129
კახი კალაძეს ყველა ანგარიში დაუყადაღეს

ფანჯიკიძის განცხადებით, პროკურატურას ეჭვი აქვს, რომ კახი კალაძე უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ახდენდა, რამაც განაპირობა ყადაღის მოთხოვნა. მაია ფანჯიკიძე აღნიშნულს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს. მისივე თქმით, კახი კალაძის დონის ფეხბურთელს შემოსავლების დასაბუთება არ გაუჭირდება. ჯერჯერობით, ვერ ხერხდება საქართველოს პროკურატურასთან დაკავშირება და ამ საკითხე დამატებითი ინფორმაციის მოძიება.

 

ადვოკატ შალვა თადუმაძის ვარაუდით, სასამართლომ, შესაძლოა, კახა კალაძეს მომავალში ქონებაც ჩამოართვას, რისი ვარაუდის საფუძველსაც მას განჩინებაში არსებული უზუსტობები იძლევა.

“როგორც განჩინებაში აღნიშნულია, თურმე არსებობს ვარაუდი იმისა, რომ კალაძე შემოსავლის უკანონო ლეგალიზებას ახორციელებს. ამ შემთხვევაში, წესით, კანონმდებლობიდან გამომდინარე, კალაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა იდგეს, მაგრამ განჩინებაში ამაზე საუბარი არ არის. ვფიქრობ, ეს იმისთვის გაკეთდა, რომ სასამართლოს მომავალში კალაძის ქონების ჩამორთმევის საშუალება მიეცეს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოს უკვე აქვს მომავალში განსახორციელებელი გეგმა, რომ კალაძეს ქონება ჩამოერთვას”, – განაცხადა თადუმაძემ. მისი კომენტარი ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი