ახალი ამბებიტექნოლოგიები

“მაკბუკ პროს” სერიის ყველაზე თხელი და მსუბუქი ლეპტოპი სენსორული პანელით

28 ოქტომბერი, 2016 • 4360
“მაკბუკ პროს” სერიის ყველაზე თხელი და მსუბუქი ლეპტოპი სენსორული პანელით

27 ოქტომბერს სან-ფრანცისკოში გამართულ შეხვედრაზე ტექნოლოგიების კომპანია “ეფლმა” ლეპტოპის, მაკბუკ პროს (MacBook Pro) გაუმჯობესებული მოდელი წარადგინა. 18-თვიანი შესვენების შემდეგ, ეს კომპანიის მიერ შექმნილი ყველაზე მსუბუქი, თხელი და მძლავრი ლეპტოპია Pro-ს სერიიდან.

მაკბუკის ახალი მოდელის კლავიატურის ზედა ნაწილი სენსორულია. F ღილაკების ჩამნაცვლებელი “თაჩ ბარი” მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ მხოლოდ თითის მსუბუქი შეხებით შეასრულოს ოპერაციები – დაათვალიერთო ფოტოები და ვიდეოები, გამოიძახოს საფარი, კალენდარი, მეილი; შესაძლებელია აპლიკაციების ჩამონათვალში თავად მიუთითოთ ის პროგრამები, რომლებსაც ხშირად იყენებთ. “თაჩ სქრინის” რეტინა ზედაპირი ზემგრძნობიარეა. მას ასევე აქვს “თაჩ აიდის” ფუნქცია, რომელიც მომხმარებლის პირად ანგარიშებს უკეთ იცავს და მისი კონტროლი მხოლოდ ლეპტიპოს მეპატრონეს შეუძლია.

ახალ მაკბუკს აქვს მეორე თაობის ვიდეოდაფა და მექვსე თაობის პროცესორი; წინა მოდელზე 2.3-ჯერ უკეთესი გრაფიკული პერფორმანსი. გაუმჯობესდა მისი მყარი დისკის შესაძლებლობებიც და დაემატა კიდევ ერთი “სანდერბოლტ” პორტი, მაგრამ არ აქვს SD ბარათის წამკითხველი ან სტანდარტული USB ჯეკები. კომპანიაში აცხადებენ, რომ ლეპტოპის ბატარეა 10 საათი “ცოცხლობს”.

ახალი მოდელის შექმნისას კომპანიამ განსაკუთრებული ყურადღება მის ეკრანსა და გამოსახულებას დაუთმო. გამოსახულება, რომელიც ახლა გაცილებით მკვეთრია, 67%-ით ნათელია, ვიდრე მისი წინამორბედი. ლეპტოპის ეკრანი მოიხმარს 30%-ით ნაკლებ ენერგიას. გაუმჯობესდა ასევე მაკბუკის საუნდ სისტემა.

ამერიკულ ბაზარზე “თაჩ ბარით” აღჭურვილი 13-ინჩიანი მაკბუკის ფასი $1,799-დან დაიწყება, ხოლო 15-ინჩიანის- $2.399-დან. თუ პროს ისეთი გაძლიერებული მოდელის შეძენა გსურთ, რომელსაც “თაჩ ბარი” არ აქვს, მისი ფასი $1.499-დან იწყება.

MacBook Pro სერიის ახალი მოდელი. ლეპტოპი კომპანიამ 27 ოქტომბერს, სან-ფრანცისკოში წარადინა. ფოტო: EPA/TONY AVELAR

MacBook Pro სერიის ახალი მოდელი. ლეპტოპი კომპანიამ 27 ოქტომბერს, სან-ფრანცისკოში წარადინა. ფოტო: EPA/TONY AVELAR

პრო სერიის ახალ მოდელს "თაჩ ბარი" აქვს, რაც ნიშნავს, რომ კლავიატურა გარკვეულწილად თასქრინია. ფოტო: EPA/TONY AVELAR

პრო სერიის ახალ მოდელს “თაჩ ბარი” აქვს, რაც ნიშნავს, რომ კლავიატურა გარკვეულწილად თასქრინია. ფოტო: EPA/TONY AVELAR

კომპანიის ვიცე პრეზიდენტი, ფილ შილერი ეფლის ახალი პროდუქციის წარდგენაზე სან-ფრანცისკოში. 27.10.16 ფოტო: EPA/TONY AVELAR

კომპანიის ვიცე პრეზიდენტი, ფილ შილერი ეფლის ახალი პროდუქციის წარდგენაზე სან-ფრანცისკოში. 27.10.16 ფოტო: EPA/TONY AVELAR

კომპანიის ხელმძღვანელი, ტიმ კუკი, ეფლის ახალი პროდუქციის წარდგენაზე სან-ფრანცისკოში. 27.10.16 ფოტო: EPA/TONY AVELAR

კომპანიის ხელმძღვანელი, ტიმ კუკი, ეფლის ახალი პროდუქციის წარდგენაზე სან-ფრანცისკოში. 27.10.16 ფოტო: EPA/TONY AVELAR

მასალების გადაბეჭდვის წესი