ახალი ამბები

ბახტრიონის ქუჩაზე 2 ახალგაზრდა დაჭრეს

28 ოქტომბერი, 2016 • 1416
ბახტრიონის ქუჩაზე 2 ახალგაზრდა დაჭრეს

წუხელ ბახტრიონის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა დაჭრეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს–ში დაუდასტურეს. დაშავებულები რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, სადაც მათ ოპერაციები ჩაუტარდათ.

როგორც ნეტგაზეთს რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა განუცხადა, ახალგაზრდების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა:

“მათი მდგომარეობა ამჟამად მძიმია, თუმცა, სტაბილური. ჩატარდათ ოპერაციები და განაგრძობენ მკურნალობას ჩვენს საავადმყოფოში. ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მეორის- საშუალო სიმძიმის.”

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება). დამატებითი დეტალების შესახებ შსს–ში გამოძიების დასრულებამდე არ საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი