ახალი ამბებიხელოვნება

30 წლის შემდეგ შვედური ჯგუფი ABBA ისევ შეიკრიბება

27 ოქტომბერი, 2016 • 3241
30 წლის შემდეგ შვედური ჯგუფი ABBA ისევ შეიკრიბება

30 წლის შემდეგ პირველად შვედური პოპჯგუფი ABBA მსმენელისათვის ისევ იმღერებს. ჯგუფი გასულ წელს, ივნისში, შეიკრიბა 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, თუმცა აღდგენის შესახებ ოფიციალურად ახლა განაცხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცლებს.

ჯგუფი ახალ ექსპერიმენტულ პროექტში მიიღებს მონაწილეობას, რომლის შესახებაც დამატებითი დეტალები 2017 წელს გახდება ცნობილი.

ჯგუფის 10-წლიანი მუსიკალური კარიერა 1982 წელს დასრულდა. მათი ცნობილი ჰიტები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ABBA-ს სიმღერებზე შეიქმნა სპექტაკლი და შემდეგ ფილმი “მამა მია!”

ABBA. ფოტო: independent.co.uk

ABBA. ფოტო: independent.co.uk

მასალების გადაბეჭდვის წესი