ახალი ამბები

მემარჯვენეების აზრით, კომპენსაციები სამცხე-ჯავახეთის სოფლების მოსახლეობაზეც უნდა გაიცეს

24 ივლისი, 2012 • 849
მემარჯვენეების აზრით, კომპენსაციები სამცხე-ჯავახეთის სოფლების მოსახლეობაზეც უნდა გაიცეს

“ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე დავით გამყრელიძე, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები 24 ივლისს ასპინძის რაიონის სოფელ იდუმალაში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის  მდგომარეობას გაეცნენ.

“ახალი მემარჯვენეების” პრესსამსახურის ცნობით,  მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ  კომენტარი გააკეთა სამცხე– ჯავახეთში სტიქიით დაზარალებულებზე და განაცხადა, რომ  “ზარალის დამდგენმა კომისიამ ამ რეგიონსაც  უნდა მიხედოს და სამთავრობო პროგრამაში მათი კომპენსაციაც უნდა გაითვალისწინოს”.

კახეთთან ერთად სტიქია სამცხე-ჯავახეთსაც დაატყდა და მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურა.

24 ივლისს ფინანსთა  მინისტრის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ  სტიქიის პირველ დღეს 5 მილიონ 660 ათასი ლარი გამოიყო სარეზერვო ფონდებიდან სამცხე-ჯავახეთის და კახეთის სტიქიის სალიკვიდაციოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი