ახალი ამბები

პრეზიდენტმა 168 მსჯავრდებული შეიწყალა

27 ოქტომბერი, 2016 • 1382
პრეზიდენტმა 168 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 168 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, აქედან 114 დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, ხოლო 54-ს მსჯავრი შეუმცირდა ან გაუნახევრდა. შეწყალებულ პატიმრებს შორის 6 ქალია.

“ჩვენმა კომისიამაც და პრეზიდენტმაც, როდესაც მან ეს გადაწყვეტილებები განიხილა და ხელი მოაწერა აქტს, იხელმძღვანელა იმ პრინციპით, რომ ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება უნდა მიეცეს მოქალაქეებს ამ განახლების პროცესში, ამიტომ შეწყალების აქტი გამოიცა 168 მსჯავრდებულისთვის.” – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

შეწყალების კომისიამ სულ 1095 პირის საქმე განიხილა.

გიორგი მარგველაშვილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტო

გიორგი მარგველაშვილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი