ახალი ამბები

ნინა ხატისკაცი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოდან” გაათავისუფლეს

23 ივლისი, 2012 • • 1316
ნინა ხატისკაცი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოდან” გაათავისუფლეს

ნინა ხატისკაცმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მას პარასკევს,  20 ივლისს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღამსრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა და გამგეობის თავმჯდომარემ მარკ მალენმა სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

 

“დეტალები მე თვითონ ბოლომდე ვერ გავარკვიე, თვითონ ჩემთვისაც ბუნდოვანი იყო ეს დეტალები, ამიტომ უმჯობესია, ორგანიზაციას მიმართოთ ამის გასარკვევად. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გარკვეულ საკითხებზე შეუთანხმებლობის შესახებ მითხრა, მე აქამდე არანაირი საყვედური ან გაფრთხილება არანაირ საკითხე არ მიმიღია მისგან”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ნინა ხატისკაცმა. ის უახლოეს მომავალში ამავე ორგანიზაციის გამგეობაში წერილის გაგზავნას და მისი სამსახურიდან გაშვების შესახებ დამატებითი დეტალებისა და მეტი არგუმენტების გაცნობას მოითხოვს. ნინა ხატისკაცის თქმით, მას ბევრი საკითხი აქვს გასარკვევი, რადგან “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.

 

დღესვე, კახეთის საინფორმაციო ცენტრის დამფუძნებელმა გელა მთივლიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”.

 

“მეც ვმუშაობდი TI–ის იმ პროექტში მონიტორად, რომლის დირექტორიც იყო. რამდენიმე მიზეზით: ნინა არის ძალიან კარგი ენჯეოშნიკი, თავისი საქმის პროფესიონალი და მიუკერძოებელი. იქიდან გამომდინარე, რომ სრულიად დაუსაბუთებლად მოხდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება და ამ დრომდე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელობა განმარტებას არ აკეთებს, მეც ვტოვებ პროექტს პროტესტის ნიშნად!”, – აღნიშნული განცხადება გელა მთივლიშვილმა ფეისბუქში, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

ნინა ხატისკაცი/ფოტო: რადიო თავისუფლება
ნინა ხატისკაცი/ფოტო: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი