ახალი ამბები

ანონსი – 27 ოქტომბერი

26 ოქტომბერი, 2016 • 1515
ანონსი – 27 ოქტომბერი

გთავაზობთ 27 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

 


10:30 საათზე, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „ინიციატივა საჯარო სივრიცისთვის“ და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ გამართავენ კვლევის პრეზენტაციას თემაზე: უსახლკარობა – სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი. ადგილი: სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ”. საკონტაქტო პირი: ელენე ხარაზაშვილი – 577291003.


11:00 საათზე, საშემოდგომო რგვების ფარგლებში, სანაპიროზე, 3-3.5 მეტრი სიმაღლის 20 ძირი აღმოსავლური ჭადარი დაირგვება. მისამართი: სანაპირო, ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორია. საკონტაქტო პირი: ლანა ქარდავა – 577158572.


11:00 საათზე, ბიზნესმენი თემურ ჭყონია და ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ნაძალადევის #19 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა გაბუნია ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. მისამართი: ჩარგლის ქ. #79 კლინიკა „ღია გულის“ მიმდებარე სკვერი. საკონტაქტო პირი: 599312110.


11:00 საათზე, ქუთაისში, შემოსავლების სამსახურის შენობაში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთი–რაჭა–ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსი ირაკლი რაზმაძე შეხვდება ამზომველი კომპანიების წარმომადგენლებს და წარმოადგენს აზომვითი ნახაზების მომზადების ხარჯების ანაზღაურების შედეგების პრეზენტაციას. მისამართი: ჯავახიშვილის ქ. #5, მე–3 სართული.


11:00 საათზე, “პირველის პრესკლუბში” “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” წარმომადგენლები პროექტის “გახდი სასამართლოს მეგობარი” შესახებ პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: პროექტის პირველი (მოსამზადებელი ეტაპი) სრულდება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: ეკა – 595037722.


11:30 საათზე, “პირველის პრესკლუბში” “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: ეკა – 595037722.


12:00 საათზე, “პირველის პრესკლუბში” ადვოკატი არჩილ მშვენიერაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თბილისის მერიაში არსებული კორუფციული სქემა. წარმოდგენილი იქნება კონკრეტული ფაქტები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: ეკა – 595037722.


12:00 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე სისაური შეხვდება ამზომველი კომპანიების წარმომადგენლებს და წარმოადგენს აზომვითი ნახაზების მომზადების ხარჯების ანაზღაურების შედეგების პრეზენტაციას. მისამართი: თბილისი, ჭოველიძის ქ. #10ა,  I სართული.


12:00 საათზე, „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ფონდ „რუს და ქართველ ხალხთა ურთიერთობის“ პრეზიდენტი,პროფესორი,რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი ვლადიმერ ხომერიკი გამართავს პრესკონფერენციას თემა: ახალი არჩევნების შემდეგ რუსულ ქართულ ურთიერთიერთობის პერსპექტივები. მისამართი: მ. კოსტავას #68, თბილისი.


13:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ძალოსნობაში ჭაბუკთა შორის მსოფლიოს ჩემპიონ ირაკლი ჩხეიძეს მწვრთნელებთან და ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად სამინისტროში შეხვდება და მალაიზიაში მოპოვებულ გამარჯვებას მიულოცავს. მისამართი: თბილისი 0162, ჭავჭავაძის 49/ა.


13:30 საათზე, საქართვეკლოში მხცოვრები ბოშათა თემის შესახებ კონფერენციაზე, რომელსაც დაესწრება საქართველოში ჩხეთის რესპუბლიკის ელჩი ტომაშ პერნიცკი და ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. მისამართი: თბილისი, სასტუმრო ვერე პალასი. საკონტაქტო პირი: ელენე პროშიკიანი, პროექტის კოორდინატორი – 557656600.


16:45 საათზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალი ოფისის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, იმართება ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, კერძოდ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალურ დირექტორთან, ბრუნო ბალვანერასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში, ფრანსუა პეშოსთან, მსოფლიო ბანკის მთავარ ეკონომისტთან, ჟენევიევ ბუაროსთან და უფროს ეკონომისტთან, მარიამ დოლიძესთან. შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივები 2017 წლისათვის. მოწვეული სტუმრები, ასევე, ისაუბრებენ კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტებზე. შეხვედრის ადგილი: საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისის საკონფერენციო დარბაზი (თავისუფლების მოედანი, გ.ლეონიძის ქ.#2, ბიზნეს ცენტრი). საკონტაქტო პირი: მარიამ სპარსიაშვილი – 577 777284.


17:30 საათზე, თბილისის საკრებულოში გაიხსნება 3-დღიანი ფორუმი “ქალაქი და მოქალაქეები ურბანული პოლიტიკის ლაბირინთებში”. ფორუმის მე-2 და მე-3 დღე თბილისის გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება. საკონტაქტო პირი: თამარ ანთიძე – 577774035.


18:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს, გოეთეს ინსტიტუტსა და DVV International-ის ორგანიზებით ქალაქის მწვანე ფორუმის ფარგლებში სამდღიანი ღონისძიებას „ქალაქი და მოქალაქეები ურბანული პოლიტიკის ლაბირინთებში“ გახსნის. მისამართი: თავისუფლების #2.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი