ახალი ამბები

“Pussy Riot”- ის ახალი სიმღერა ვაგინაზე და პასუხი ტრამპს

26 ოქტომბერი, 2016 • 1638
“Pussy Riot”- ის ახალი სიმღერა ვაგინაზე და პასუხი ტრამპს

“Pussy Riot”- ის ახალი სიმღერა ვაგინის შესახებ დონალდ ტრამპის სექსისტური გამონათქვამის პასუხია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ვიდეოში ტრამპი ერთ-ერთი ქალის შესახებ საუბრობს, სადაც მიზოგინურ გამოთქმებს იყენებს.

სიმღერა “Straight Outta Vagina” სამშაბათს, 25 ოქტომბერს გამოვიდა. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ნადეჟდა ტოლოკონიკოვა თეთრ სასულიერო სამოსელს და ნიღაბს ატარებს. გამოცემა “გარდიანი” სიმღერის ტექსტს და ვიდეოს შინაარს პროვოკაციულს უწოდებს. ვიდეო ლოს-ანჯელესშია გადაღებული. ტოლოკონიკოვას თქმით, სიმღერა თებერვალში ამერიკელ მუსიკოსთან, გიტარისტთან და პროდიუსერთან, დეივ სიტეკთან ერთად ჩაწერა, რომელსაც მან  ყველაზე დიდი ფემინისტი” უწოდა, ვისაც ოდესმე შეხვედრია.

“სიმღერას ტრამპის პასუხად განვიხილავდით, მაგრამ მე მჯერა, რომ ძლიერი ქალური სექსუალობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პოპულისტი მეგალომანი კაცი. ვაგინა უფრო დიდია, ვიდრე ტრამპი”,- ამბობს ის.

“Pussy Riot” კიდევ ორი კლიპის გამოშვებას გეგმავს, რომელიც რუსულ და ამერიკულ პოლიტიკასა და პოპულიზმისა და ნაციონალიზმის ზრდას მიეძღვნება. ტოლოკონიკოვას თქმით, პატრიარქალური და მიზოგინური იდეების გავრცელება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების ტოლფასია:

“ტრამპი ღიად უჭერს მხარს ვლადიმერ პუტინის ავტორიტარულ მეთოდებს და ეს საშიშია. ეს არ არის სამყარო, სადაც მე ცხოვრება მინდა”

ჯგუფის ორი წევრი 16 თვის მანძილზე სასჯელს იხდიდნენ, მას შემდეგ, რაც მოსკოვის მაცხოვრის სახელობის ტაძარში როკკონცერტი გამართეს და პუტინის საწინააღმდეგო სიმღერა შეასრულეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი