ახალი ამბები

ნარმანიას თქმით, შემოდგომაზე 80 000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება

26 ოქტომბერი, 2016 • 1230
ნარმანიას თქმით, შემოდგომაზე 80 000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე 80 000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება. იმის გამო, რომ შემოდგომის ორი თვე უკვე გავიდა, თბილისის მერიას ხეების დარგვა ნოემბრის თვეში მოუწევს.

დღეს, 26 ოქტომბერს, გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ გამწვანებითი ღონისძიებები დაგეგმილია ქალაქის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში, ასევე, სკვერებსა და პარკებში.

თბილისის მერის თქმით, დაირგვება დიდი ზომის ხეები და აღდგება დაზიანებული კორომები. საშემოდგომო რგვები მიმდინარე კვირაში დაიწყება.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ვერეს ხეობაში დარგული ხეების თითქმის 90%-მა გაიხარა, ხოლო იმ  ნაწილს, რომელიც გახმა,  კონტრაქტორი კომპანია ნოემბრის პირველ ნახევარში ჩაანაცვლებს.

„ვერეს ხეობაში, სადაც ჩვენ  დიდი ზომის  4 700 ერთეული ხე დავრგეთ, დიდმა ნაწილმა გაიხარა.  დარგის სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ დარგული ხეების დაახლოებით 80% გაიხარებდა. თუმცა ჩვენ გვაქვს გაცილებით უკეთესი სურათი – უპრეცედენტო მოვლის პირობებში გაიხარა დარგული მცენარეების თითქმის  90-მა პროცენტმა. ნერგებს, რომლებიც გახმა, კონტრაქტორი კომპანია ნოემბრის პირველ ნახევარში ჩაანაცვლებს,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი