ახალი ამბები

26 ოქტომბერს, ბლუმბერგის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.4013 ლარი ღირს

26 ოქტომბერი, 2016 • 1426
26 ოქტომბერს, ბლუმბერგის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.4013 ლარი ღირს

დღეს, 26 ოქტომბრის მდგომარეობით, ბლუმბერგის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.4013 ლარი ღირს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრისთვის დადგენილი კურსით კი 1 აშშ დოლარი 2.3888 ლარი ღირს. გაცვლით კურსს ეროვნული ბანკი დღეს, 17:00 საათზე განაახლებს.

რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.44 ლარადაა შესაძლებელი, რაც ნიშნავს, რომ 100 დოლარის შესაძენად 244 ლარი დაგჭირდებათ. ხოლო “საქართველოს ბანკის” გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარის შესაძენად 2.435 ლარი დაგჭირდებათ.

აგვისტოს შემდეგ ეროვნულმა ბანკმა რეზერვიდან 160 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ბოლოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი 12 ოქტომბერს გაყიდა და მაშინ 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3365 ლარი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი