ახალი ამბები

“ჯორჯიან მანგანეზის” იურისტი კომერციული მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს

26 ოქტომბერი, 2016 • 1758
“ჯორჯიან მანგანეზის” იურისტი კომერციული მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ბრალდებით  შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ იურისტი, მირიან ბიჭიკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულის მხრიდან სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების გამო გარემოს მიადგა 350 მილიონ ლარზე მეტი ზიანი.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე სასამართლო განხილვის პროცესში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენისა და გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრის მიზნით, სსიპ „გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტთან“ გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, საექსპერტო ჯგუფის წევრებთან უშუალო ურთიერთობა დაევალა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ იურისტს, მირიან ბიჭიკაშვილს.

საგამოძიების ცნობით, ექსპერტიზის მიმდინარეობის პროცესში ბრალდებულმა საექსპერტო დასკვნაში მათთვის სასურველი, ყალბი მონაცემების დაფიქსირების მიზნით კომერციული მოსყიდვის გზით ექსპერტიზის განმახორციელებელ პირს გადასცა გარკვეული ოდენობის თანხა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი