ახალი ამბები

ანონსი – 26 ოქტომბერი

25 ოქტომბერი, 2016 • 1673
ანონსი – 26 ოქტომბერი

09:30 –  სახელმწიფო კანცელარიაში, მე-3 სართულზე, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ რომ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ „Doing Business 2017”-ის ანგარიშთან დაკავშირებით.


10:00სთ თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება. შეხვედრის ადგილი: თბილისის მერია


11:00 –  საქართველოს თანაინვესტირების ფონდი საზოგადოებას წარუდგენს საქართველოში ყველაზე მასშტაბურ და უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილ „პლანტას“ სასათბურე კომპლექსს.  12 ჰექტარზე გაშენებულ მაღალტექნოლოგიურ სასათბურე მეურნეობას დაათვალიერებენ საქართველოს პრემიერმინისტრი, ხელისუფლების წარმომადგენლები, მედია და სტუმრები დიპლომატიური კორპუსიდან.


11:00 –  “პირველის პრესკლუბში” უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს. თემა: “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვა. წარმოდგენილი იქნება კონკრეტული ფაქტები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართული.


 

11:30 –  “პირველის პრესკლუბში” ექსპერტი ლევან კალანდაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ლარის კურსი, მიმდინარე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართული.


12:00 – “პირველის პრესკლუბში” ექსპერტი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, გიორგი რუხაძე, პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, არჩევნების მეორე ტური. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართული.

12:00 –  საზოგადოებრივი დამცველი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარებისპროგრამის ფარგლებში გამართავს შეხვედრას თიანეთის მუნიციპალიტეთის საკრებულოში.


12:00 –  საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკისმინისტრი ილია ელოშვილი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორიდავით თვალაბეიშვილი, შპს “გარდაბნის თბოსადგურ 2“-ს ხელმძღვანელობა, მთავრობის წევრები და China Tianchen Engineering Corporation TCC-ის წარმომადგენლები გარდაბნის კომბინირებული ციკლისთბოელექტროსადგურის მეორე ბლოკის მშენებლობის დაწყების ცერემონიალს დაესწრებიან.


12:00 – გარდაბანში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგიკვირიკაშვილი, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი დასაქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი შპს  “გარდაბნის თბოსადგურ 2“-ის  მშენებლობას ჩაუყრიან საფუძველს.


12:00 –  მწერალთა სახლში გაიმართება პრესკონფერენცია მიძღვნილი ვახუშტი კოტეტიშვილი პრემიის გამოცხადებისადი პოეზიის მთარგმნელებისთვის.


17:00 –  სასტუმრო „ამბასადორში“ სახალხო დამცველი გამართავს საჯაროდებატებ თემაზე: „სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი