ახალი ამბები

ვერა ქობალიამ მოადგილე დაიმატა

20 ივლისი, 2012 • • 3861
ვერა ქობალიამ მოადგილე დაიმატა

ქეთი ბოჭორიშვილი
ქეთი ბოჭორიშვილი

მინისტრის ახალი მოადგილის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.  მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე  ქეთევან ბოჭორიშვილი 2010 წლიდან საქართველოს ეროვნულ  საინვესტიციო სააგენტოს წელიწადნახევრის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 

 

ვერა ქობალიას მოადგილედ დაწინაურების გარდა, ბოჭორიშვილი დასახელებულია სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, რომელიც საინვესტიციო სააგენტოს გაუწევს ზედამხედველობას. სააგენტოს  სამეთვალყურეო საბჭოს უხელმძღვანელებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი.

 

ახალი თანამდებობის ფარგლებში ქეთევან ბოჭორიშვილი კვლავ გააგრძელებს მუშაობას ინვესტიციების და ექსპორტის ხელსეწყობის სფეროში. 

 

საინვესტიციო სააგენტოს კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ნინო სხირტლაძემ განგვიმარტა, რომ ბოჭორიშვილი ვერა ქობალიას მოადგილედ ორი დღის წინ დაინიშნა. თუმცა ამ დროისათვის ბოჭორიშვილი თბილისში არ იმყოფება და მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. 

 

სხირტლაძის ინფორმაციით, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბიზნესომბუდსმენის გიორგი პერტაიას კანდიდატუურა განიხილება. “ნეტგაზეთმა”  ინფორმაციის გადამოწმება პერტაიასთან სცადა, თუმცა მასთან დაკავშირება ამ დროისათვის ვერ მოხერხდა.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ვერა ქობალაას 2012 წლის 19 ივლისამდე 5 მოადგილე ჰყავდა. პირველი მოადგილის თანამდებობას ირაკლი მატკავა იკავებს.  ქობალიას მოადგილეები არიან: გიორგი კარბელაშვილი, დავით გიორგაძე, მიხეილ ჯანელიძე და ნათია მიქაძე.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი