ახალი ამბები

აღმოსავლეთ საქართველოში გათოვდა

25 ოქტომბერი, 2016 • 1702
აღმოსავლეთ საქართველოში გათოვდა

25 ოქტომბერს ღამით თბილისის შემოგარენში, ბაკურიანსა და კახეთის რაიონებში – ბოდბეში, ორბეთსა და დედოფლისწყაროში მოთოვა. კახეთში თოვა ამ დრომდე გრძელდება. ნისლი და მცირედი წვიმაა კოჯორსა და წყნეთში, სადაც თოვის გაგრძელებას სინოპტიკოსები 26 ოქტომბრიდან ელოდებიან.

აღმოსავლეთ საქართველოში 2 დღის განმავლობაში, 26-27 ოქტომბერს ითოვებს. როგორც ამინდების გრძელვადიანი პროგნოზების სამსახურში აცხადებენ, აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში თოვა 27 ოქტომბერს ღამით შეწყდება. 28 ოქტომბერს შედარებით გამოიდარებს და ნალექი მხოლოდ წვიმის სახით შენარჩუნდება. საბოლოოდ ტემპერატურის მატებას სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში 30 ოქტომბერს ელიან.

ასევე, სინოპტიკოსთა ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 25-30 ოქტომბერს ნალექი წვიმის სახით მოვა და თოვა მხოლოდ მაღალ მთაშია მოსალოდნელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი