ახალი ამბები

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარება

19 ივლისი, 2012 • 1115
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი (გლუკი) წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს პირველადი დახმარების ნივთებით უზრუნველყოფს.  

გაეროს ლტოლვილთა სააგენტო წვიმის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას
სამზარეულოს ნაკრებებს, წყლის ჭურჭელს (10  ლიტრის ტევადობის), გასაშლელ საწოლებს, ლეიბებს, საბნებსა და ბალიშებს, ლოგინის თეთრეულის ნაკრებს და კარვებს დაურიგებს (1 კარავი შეიფარებს 10 ადამიანს)

“გლუკი იმედოვნებს, რომ ეს  ოჯახები შეძლებისდაგვარად სწრაფად შეძლებენ დანაკარგის აღდგენას”,– განაცხადა გლუკის წარმომადგენელმა საქართველოში სიმონე ვოლკენმა.

საქართველოში გლუკი იცავს და დახმარებას უწევს დაახლოებით 276 000 პირს,
რომელთაგან 270 000-ზე მეტი დევნილი, დაახლოებით 1500 მოქალაქეობის არმქონე
პირი და 450 ლტოლვილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი