ახალი ამბები

უკრაინელი ალპინისტების ცხედრებს მესტიაში ხვალ გადაასვენებენ

19 ივლისი, 2012 • 1078
უკრაინელი ალპინისტების ცხედრებს მესტიაში ხვალ გადაასვენებენ

როგორც მესტიის გამგეობის პრესსამსახურში აცხადებენ, სამაშველო ჯგუფებმა უშბაზე დაკარგული ერთი ალპინისტის ცხედარი დილით, მეორე ცხედარი კი დაახლოებით ერთი საათის წინ იპოვეს:

“ცხედრები ძალიან ცუდად მისადგომ ადგილზე იპოვეს, მთელი სამაშველო ჯგუფი, ალპინისტები და უამრავი ადამიანი მუშაობდა მათ ამოყვანაზე –  ფაქტიურად ყველა, ვისაც კი დახმარება შეეძლო. ამ დროისთვის, ჩვენი ინფორმაციით, მათი ამოყვანა მოხერხდა, დაახლოებით ხვალისთვის ცხედრებს ისეთ ადგილზე გადაასვენებენ, სადაც ვერტმფრენის მიდგომა შესაძლებელი იქნება”, – განაცხადა მესტიის გამგეობის პრესსამსახურის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ.

ექსპედიციისას გარდაცვლილ ალპინისტებს, სავარაუდოდ, ხვალ მესტიაში გადაასვენებენ.

უკრაინელი ალპინისტები უშბის დასალაშქრად 13 ივლისს ჩავიდნენ.  ორი ალპინისტის დაღუპვა, სავარაუდოდ, ბაგირის გაწყვეტამ გამოიწვია, რის შემდეგაც ისინი ხევში გადაიჩეხნენ.

უშბა
უშბა

მასალების გადაბეჭდვის წესი