ახალი ამბები

ცესკო: ინფორმაცია, რომ ცესკოს რომელიმე წევრმა შემაჯამებელ ოქმს ხელი არ მოაწერა, სინამდვილე არაა

25 ოქტომბერი, 2016 • 1873
ცესკო: ინფორმაცია, რომ ცესკოს რომელიმე წევრმა შემაჯამებელ ოქმს ხელი არ მოაწერა, სინამდვილე არაა

ცესკოს განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკოს რომელიმე წევრმა შემაჯამებელ ოქმს ხელი არ მოაწერა არ შეესაბამება სინამდვილეს.

ცესკოს განმარტებით, რაც შეეხება ცესკოს შემაჯამებელ ოქმებს, მას საარჩევნო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ხელს აწერენ მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი და არა ცესკოს სხვა წევრები.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი დგება კანონიერ ძალაში შესული საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების შესაბამისი შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, ცესკოს სხდომაზე, კენჭისყრის გარეშე. კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა სავალდებულოა მხოლოდ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ შემაჯამებელ ოქმებზე, აცხადებს ცესკო.

ცესკო აცხადებს, რომ 23 ოქტომბრის სხდომაზე შედგა შემაჯამებელი ოქმები, რომლებსაც ხელი მოაწერა კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა. პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულმა ცესკოს სამმა წევრმა კი დააფიქსირა განსხვავებული აზრი შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით, რომელიც კანონმდებლობის თანახმად აისახა სხდომის ოქმში.

მასალების გადაბეჭდვის წესი