ახალი ამბები

ანონსი: 25 ოქტომბერი

24 ოქტომბერი, 2016 • 1317
ანონსი: 25 ოქტომბერი

09:00 სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინში“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით და საქართველოს ბიოუსაფრთხოების ასოციაციის და საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტის ორგანიზებით ტარდება იერსინიას მე-12 საერთაშორისო სიმპოზიუმი.

10:30 “პირველის პრესკლუბში” სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის “არსენალი” მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სასწავლო ცენტრ “კრწანისში” მომხდარი ინციდენტი, აშშ-ის უმაღლესი არმიის გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართული.

10:00 ბათუმის სასტუმრო “ინტურისტში” გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია “ჭადრაკის როლი განათლების სისტემაში”.

კონფერენციის მთავრი თემაა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ჭადრაკის განვითარება, მიღწევები და პოპულარიზაციისთვისშემდგომი სამოქმედო გეგმა. განხილული იქნება ევროპის სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება ჭადრაკის სწავლების მხრივ განათლებისსფეროში. მონაწილეობენ თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის სპორტისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები.

11:00 “პირველის პრესკლუბში” ისნის მე-9 ოლქში “პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარობის კანდიდატი, ნონა ფილაური საგანგებო განცხადებას გააკეთებს და ამომრჩეველს მიმართავს. თემა: არც ერთი ხმა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული

11:00 სასტუმრო „ბილტმორში“ სახალხო დამცველი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ  სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია გამართავს

12:00 საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ტექნოპარკში, ოფიციალური, ორდღიანი ვიზიტით, ეწვევა ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან არსებული ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის “Mektory” დირექტორი, უნივერსიტეტის ვიცე რექტორი თეა ვარაკი.

12:00 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში მიხეილ მაჭავარიანის პრესკონფერენცია გაიმართება

12.00 საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში “პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი ინგა პაპუაშვილი და იურისტი ხათუნა ვაჭრიძე პრესკონფერენციას გამართავენ.

13:00 კინოს სახლში, პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი და გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: არჩევნების შეფასება, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

13.00 “მემარცხენე ალიანსის“ იურდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯმუხაძე პრესკონფერენციას გამართავს.

14:00 ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრების, გიორგი ცაგარეიშვილისა და ზურაბ აბაშიძის ბრიფინგი.

თბილისი, საქართველოს პარლამენტი, B კორპუსი, II სართული, (ბიუროს ოთახის წინ)

16:00 დოკუმენტური ფილმის, „ერევანი-ბათუმი. მეგობრობის გზა” პრეზენტაცია-ჩვენება. თბილისი, საქართველოს პარლამენტი, კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული).

16:00 დოკუმენტური ფილმის, „ერევანი-ბათუმი. მეგობრობის გზა” პრეზენტაცია-ჩვენება.

თბილისი, საქართველოს პარლამენტი, კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

17:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის ინიციატივით დალი მაზმიშვილის წიგნის ,,იმედით ძლეული უიმედობა“ პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი თბილისის მერიის ,,კულტურული ღონისძიებების ცენტრის“ და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანადგომით გამოიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი