ახალი ამბები

ძლიერი სტიქია კახეთში

19 ივლისი, 2012 • • 1553
ძლიერი სტიქია კახეთში

ჯერჯერობით არ ვრცელდება ცნობა დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ. როგორც ჩვენი ჟურნალისტი იტყობინება კახეთიდან, მოსახლეობა დიდი ოდენობის ზარალზე საუბრობს. “ნეტგაზეთი” რეპორტაჟს სტიქიური უბედურების ზონიდან უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ. 

 

რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, დანგრეულია ათეულობით სახლი, უმეტეს ნაწილს სახურავი გადახდილი აქვს. დამტვრეულია ავტომობილებიც.დაგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები, ელექტროენერგიის ბოძები, თელავს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, სატელეფონო მომსახურება და ინტერნეტი. არ მუშაობს პურის საცხობები, ჩახერგილია გზეები. მოსახლეობის დიდი ნაწილი ქუჩაშია გამოსული და შველას ითხოვს. 

 

სტიქიის შემდეგ/ფოტო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი - ick.ge
სტიქიის შემდეგ/ფოტო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი – ick.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი