ახალი ამბები

სტიქია კახეთში ვ

19 ივლისი, 2012 • • 1045
სტიქია კახეთში ვ

გვიან ღამით მოსულმა სეტყვამ, წვიმამ და ქარიშხალმა კახეთში სტიქიური უბედურება გამოიწვია. გურჯაანის რაიონის სოფლებში განადგურებულია მოსავალი, დახოცილია შინაური პირუტყვი, თელავში კი ძლიერმა ქარიშხალმა სახლებს სახურავები ახადა, რამდენიმე მათგანი კი დაანგრია.

 

ჯერჯერობით, არ ვრცელდება ცნობა დაშავებულების, ან დაღუპულების შესახებ. როგორც ჩვენი ჟურნალისტი იტყობინება კახეთიდან, მოსახლეობი დიდი ოდენობის ზარალზე საუბრობს. “ნეტგაზეთი” რეპორტაჟს სტიქიური უბედურების ზონიდან უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ. 

 

რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, დანგრეულია ათეულობით სახლი,უმეტეს ნაწილს სახურავი გადახდილი აქვს. დამტვრეულია ავტომობილებიც.დაგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები, ელექტროენერგიის ბოძები, თელავს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი,სატელეფონო მომსახურება და ინტერნეტი. არ მუშაობს პურის საცხობები, ჩახერგილია გზეები. მოსახლეობის დიდი ნაწილი ქუჩაშია გამოსული და შველას ითხოვს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი