ახალი ამბები

forum.ge დაახლოებით 1 საათის განმავლობაში გათიშული იყო

24 ოქტომბერი, 2016 • 6160
forum.ge დაახლოებით 1 საათის განმავლობაში გათიშული იყო

დღეს, 24 ოქტომბერს, საიტი forum.ge 1 საათის განმავლობაში გათიშული იყო და მომხმარებელს მასზე წვდომა არ შეეძლო.

forum.ge-ზე აღნიშნულია, რომ საიტი ტექნიკური მიზეზების გამო იყო გათიშული. ასევე გათიშული იყო საიტი top.ge, შედარებით მცირე ხნის განმავლობაში. ორივე დომენის მფლობელი ერთი და იგივე პიროვნება – თემურ ხაინდრავაა.

საიტების გათიშვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ნეტგაზეთი საკითხის გარკვევას ცდილობს.

თბილისის ფორუმი, იგივე forum.ge, სოციალური ქსელია და 2001 წლიდან მოქმედებს, ხოლო  top.ge პოპულარული საიტების რეიტინგის ამსახველი ვებგვერდია.

მასალების გადაბეჭდვის წესი