ახალი ამბები

გამოკითხვა: უმეტესობის აზრით, ოპოზიციამ მეორე ტურში მხარი უნდა დაუჭიროს ენმ-ის კანდიდატებს

24 ოქტომბერი, 2016 • 1192
გამოკითხვა: უმეტესობის აზრით, ოპოზიციამ მეორე ტურში მხარი უნდა დაუჭიროს ენმ-ის კანდიდატებს

“ნეტგაზეთის” გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა 2016 წლის არჩევნების მეორე ტურში მხარი უნდა დაუჭირონ ენმ-0ს კანდიდატებს.

კითხვაზე, “უნდა დაუჭირონ თუ არა ოპოზიციურმა პარტიებმა მხარი ენმ-ის კანდიდატებს არჩევნების მეორე ტურში?” მონაწილეთა 60%-მა (161) “დიახ” დააფიქსირა, ხოლო 36.94% (99) მიიჩნევს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებს მხარი არ უნდა დაუჭირონ.

“არ ვიცი” დააფიქსირა გამოკითხულთა 2.61%-მა (7-მა ადამიანმა), ხოლო 1-მა ადამიანმა (0.37%-მა) სხვა პასუხი დააფიქსირა.  გამოკითხვაში 268 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვა 12-დან 20 ოქტომბრამდე.

გამოკითხვა

8 ოქტომბრის არჩევნების პირველ ტურში მხოლოდ 24 საარჩევნო ოლქში გადალახეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა 50-პროცენტიანი ბარიერი, ხოლო დანარჩენ 50 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობოს კანდიდატებს შორის მეორე ტური გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი