ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს ბანკი IFM-მა უკვე მეორედ ცნო საქართველოში საუკეთესოდ

24 ოქტომბერი, 2016 • 1544
საქართველოს ბანკი  IFM-მა უკვე მეორედ ცნო საქართველოში საუკეთესოდ

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა რომ ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებისთვის International Finance Magazine (IFM) -ის ჯილდო მიიღო.

ეს ჯილდო საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებას მეორედ გადაეცა, როგორც ამ მომსახურების საუკეთესო მიმწოდებელს საქართველოში.

IFM -ის ჯილდო აღნიშნავს კომპანიის იმ მიღწევებს, რომლებიც მომხმარებელს გამორჩეულ მომსახურებას სთავაზობს, ასევე ქმნის მნიშვნელოვან დამატებით ღირებულებას და გამოირჩევა ინოვაციითა და შედეგებით. ჯილდოს მინიჭებისას, ყურადღება ექცევა ისეთ პარამეტრებს, როგორებიცაა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტების დაცვა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ უკვე მეორედ დასახელდა. აღნიშნული ჯილდო ბანკმა 2014 წელსაც მიიღო. საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება ემსახურება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მომხმარებლებს, როგორც თბილისში ასევე, ლონდონში, ბუდაპეშტსა და თელ ავივში და ამ მომსახურებას ბაზარზე არაერთი უპირატესობა გამოარჩევს. მინდა მივულოცო ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულების თანამშრომლებს კიდევ ერთი წარმატება„ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.bankofgeorgia.ge

საქართველოს ბანკი, ფოტო: საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი, ფოტო: საქართველოს ბანკი

მასალების გადაბეჭდვის წესი