ახალი ამბები

იან კელი “კრწანისის” ტერიტორიაზე თავდასხმას შემაშფოთებელს უწოდებს

24 ოქტომბერი, 2016 • 1631
იან კელი “კრწანისის” ტერიტორიაზე თავდასხმას შემაშფოთებელს უწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველში იან კელი წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრის, “კრწანისის” ტერიტორიაზე თავდასხმას შემაშფოთებელს უწოდებს. მისი თქმით, აშშ–ის საელჩო ამ საკითხზე საქართველოს მთავრობასთან ერთად იმუშავებს.

“კრწანისის ინციდენტზე ინფორმაცია ახლახან მივიღე. ეს ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად ვიმუშავებთ ამაზე,” – ამბობს იან კელი (რუსთავი 2–ის თარგმანი).

23 ოქტომბერს, დაახლოებით 3:30 სთ-ზე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ “კრწანისის” ტერიტორიაზე ცხედარი აღმოაჩინეს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრას უცხო პირები ცდილობდნენ. სამინისტროს ცნობით, პირები გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ და თავს დაესხნენ, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი