ახალი ამბები

ვაკის, საბურთალოსა და მთაწმინდის ქუჩებს წყალმომარაგება შეუწყდება

23 ოქტომბერი, 2016 • 1440
ვაკის, საბურთალოსა და მთაწმინდის ქუჩებს წყალმომარაგება შეუწყდება

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანზე 1400 მმ-იანი წყალსადენის მაგისტრალური ქსელი დაზიანდა. ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების ჩატარება მაგისტრალური ქსელის წყლისგან სრულად დაცლას საჭიროებს, რის გამოც დღეს, 23 ოქტომბრის 16:30 საათიდან  ხვალ 24 ოქტომბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ მისამართებს:

ვაკის რაიონში: ვაჟა ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის მიკრორაიონებს და ქუჩას, გამრეკელის, გურიელის, დელისის 1,2,3 ქუჩებს, ჩიქოვანის, ზაქარიაძის, ვაჟა-ფშაველას გამზ. 41-დან 83-მდე, და 46-დან ბოლომდე, თამარაშვილის ქუჩას, შავგულიძის, მინდელის, ჯიქიას, ყაზბეგის გამზ. 43-დან 55-მდე, 26-დან 46-მდე, ქავთარაძის, წყნეთის გზატკეცილს, ჭავჭავაძის 39-დან 75-მდე, 74-დან 80-მდე, ყიფშიძიდან წყნეთის გზატკეცილამდე, შატბერაშვილის, მარაბდის, ქობულეთის, კეკელიძის, მცხეთის, ქუთათელაძის, ტაბიძის, აბაშელის, ცხვედაძის, რაზმაძის, გაზაფხულის, მაღალაშვილის, გეგეჭკორის და ჩახავას ქუჩებს.

საბურთალოს რაიონში: სოფ. დიღომში ვაშაძის ქუჩას, ჭანტურიას, აღმაშენებლის, თამარ მეფის, მესხის, გორგასლის ქუჩებს

მთაწმინდის რაიონში: რჩეულიშვილს, ჟვანიას, ჯაფარიძის, გოგებაშვილის, მაყაშვილის, კერესელიძის, ჭოველიძის, გუნიას,ლარსის, თერგის, გალის, უმიკაშვილის, პ. კაკაბაძის, ტარიელის, ტყის, კ. მესხის, რიწის, მთაწმინდის, ყიფიანის, ჭონქაძის, გერგეთის, სავანელის, ამაღლების, კოჯრის, შინდისის, წავკისის, ოქროყანის, შხეფის, ს. მესხის, ახვლედიანის, აბესაძის, ბეთლემი, ბოლო აღმართის ქუჩებს.

ზედა ზონებს: წყნეთი, კიკეთი, კოჯორი, წავკისი, ტაბახმელა, შინდისი

მასალების გადაბეჭდვის წესი