ახალი ამბები

ზუგდიდის #66 ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

22 ოქტომბერი, 2016 • 1593
ზუგდიდის #66 ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ზუგდიდის #66 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. დღეს, 22 ოქტომბერს გაიმართა აღნიშნული ოლქის სამ უბანზე განმეორებითი კენჭისყრა, თუმცა 50%-იანი ბარიერის გადალხვა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა. მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ედიშერ თოლორაია ქართული ოცნებიდან და სანდრა რულოვსი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.

დღეს ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრიდან გამომდინარე, წინასწარი მონაცემებით, სანდრა რულოვსმა, ჯამში, მიიღო ხმების 44.79%, ხოლო ედიშერ თოლორაიამ – 48.64%.

ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქის შედეგები
Create your own infographics

შენიშნვნა: თავდაპირველად ინფოგრაფიკაზე მოცემული პროცენტული მაჩვენებლები განსხვავდებოდა ცესკოს წინასწარი მონაცემებისაგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი