ახალი ამბები

შსს: თურქეთის მოქალაქეების მიერ ქალზე ძალადობის შესახებ “ქართული ძალის” ინფორმაცია არ დადასტურდა

22 ოქტომბერი, 2016 • 1917
შსს: თურქეთის მოქალაქეების მიერ ქალზე ძალადობის შესახებ “ქართული ძალის” ინფორმაცია არ დადასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომელიც “ქართულმა ძალამ” გუშინ, 21 ოქტომბერს გაავრცელა, თითქოს ახალგაზრდა ქალს თბილისში თურქეთის მოქალაქეები თავს დაესხნენ.

შსს-ში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ახალგაზრდა ქალი გუშინ პოლიციამ გამოკითხა და დანაშაული არ დადასტურდა. “ქართულმა ძალამ” გაავრცელა ფოტოც, სადაც ახალგაზრდა ქალს სახეზე ჭრილობა აღენიშნება. შსს-ში აცხადებენ, რომ ეს დაზიანება თავდასხმის შედეგი არაა.

“ქართული ძალა” ნაციონალისტური გაერთიანებაა, რომელიც თურქოფობიული განწყობებით გამოირჩევა. გაერთიანების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი