ახალი ამბები

იმამკულიევის თქმით, პოლიციამ გზები გადაკეტა, რათა ამომრჩევლების გადაადგილებისათვის ხელი შეეშალა

22 ოქტომბერი, 2016 • 1179
იმამკულიევის თქმით, პოლიციამ გზები გადაკეტა, რათა ამომრჩევლების გადაადგილებისათვის ხელი შეეშალა

მარნეულში ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატის, აჰმედ იმამკულიევის განცხადებით, სოფელ ყიზილაჯლოში, რომლის ერთ უბანზე დღეს განმეორებითი არჩევნები ტარდება, პოლიციამ სამანქანო გზები გადაკეტა იმისათვის, რომ ამომრჩევლების უბანზე გადაადგილებისათვის ხელი შეეშალა.

ამის გამო  იმამკულიევსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, ასევე “ქართული ოცნების” წევრებს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა.

სოფლის ერთ-ერთ გზაზე ავტომანქანა და რამდენიმე პოლიციელი მართლაც იდგა, თუმცა ჟურნალისტების იქ მისვლის შემდეგ მათ ტერიტორია დატოვეს.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა კამერის გარეშე ნეტგაზეთს განუცხადა, რომ გზა მართლაც იყო გადაკეტილი მანქანებისთვის, თუმცა მისთვის მიზეზი უცნობია. მომხდართან დაკავშირებით განმარტება გააკეთა მარნეულის გამგებელმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი