ახალი ამბები

თბილისში “იაპონური ბაღი” გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2016 • 3485
თბილისში “იაპონური ბაღი” გაიხსნა

დღეს, 22 ოქტომბერს, ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში “იაპონური ბაღი” გაიხსნა. თბილისის მერიის ცნობით, იაპონური ბაღი 250 კვ.მ ფართობზე მოეწყო.

“ბაღში იაპონური ხელოვნების ისეთი თვალსაჩინო ნიმუშებია განთავსებული, როგორებიცაა ტორიის ჭიშკარი (Torii Gate), ალისფერი ჭიშკარი, რომელიც იაპონური სილამაზის ერთ-ერთი სიმბოლოა, ტასოტოს (Tasoutou) სტილის ქვის კოშკი, რომელიც ბედნიერებისა და იღბლის მომტან სკულპტურად ითვლება. ამასთანავე, აღსანიშნავია კასუგას სტილის ქვის ლამპარი (Kasuga Style stone lantern) და ტრადიციული იაპონური ალისფერი ხიდი. ბაღის ერთგვარი სიმბოლოა ფუჯის მთის სკულპტურა და ფუჯისანის ვულკანური მთის ფერდობებიდან სპეციალურად ჩამოტანილი ლავის ნაწილები, რომელიც იაპონური ბაღის უცვლელ ელემენტს წარმოადგენს”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„იაპონური ბაღის“ გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ტოშიო კაიტანი, თბილისის მერის მოადგილეები, ასევე თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ესწრებოდნენ.

უწყების ცნობით, “იაპონურ ბაღში” სხვადსხვა სახეობისა და ფორმის მერქნიან მცენარეთა ნიმუშები დაირგო. მათ შორის, ნეკერჩხლების, ფიჭვების, კვიპაროსების, ნაძვის, როდოდენდრონებისა და იაპონური ალუბლის (საკურას) სხვადასხვა დეკორატიული ბუჩქი:

“იაპონური ბაღების ყველა პრინციპის დაცვით, მისი პროექტი ეკუთვნის იაპონურ კომპანია “კოსუგის”, რომლის წარმომადგენლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ბაღის მოწყობის პროცესს”,- ნათქვამია მერიის განცხადებაში.

თბილისში იაპონური ბაღი გაიხსნა ფოტო:მერიის პრესსამსახური

თბილისში იაპონური ბაღი გაიხსნა ფოტო:მერიის პრესსამსახური

თბილისში იაპონური ბაღი გაიხსნა ფოტო:მერიის პრესსამსახური

თბილისში იაპონური ბაღი გაიხსნა ფოტო:მერიის პრესსამსახური

 

მასალების გადაბეჭდვის წესი