ახალი ამბები

ცესკო: პროპორციული სიების არც ერთ კანდიდატს არ დაუფიქსირდა ნარკოტიკების მოხმარება

22 ოქტომბერი, 2016 • 1360
ცესკო: პროპორციული სიების არც ერთ კანდიდატს არ დაუფიქსირდა ნარკოტიკების მოხმარება

დღეს, 22 ოქტომბერს, ცესკოს  პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ პროპორციული სიით წარდგენილმა ყველა პირმა, რომლებიც სავარაუდოდ აირჩიეს საქათველოს პარლამენტში, ნარკოტესტირება. გაიარა.

ანა მიქელაძის თქმით, არც ერთ კანდიდატს არ დაუფიქსირდა ნარკოტიკების მოხმარება.

ცესკოს განმარტებით, არჩევნების დანიშვნიდან 7 დღის ვადაში კანდიდატებმა უნდა გაიარონ ნარკოტესტირება, ხოლო არჩევნების დღის შემდეგ, 14 დღის განმავლობაში, შესაბამისმა ორგანომ უნდა მიაწოდოს ცესკოს აღნიშნული ინფორმაცია.

რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, მათ ნარკოტესტირება რეგისტრაციის დროს გაიარეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი