ახალი ამბებიტექნოლოგიები

Twitter, SoundCloud, Reddit, Tumblr – კიბერშეტევის შედეგად რამდენიმე საიტი გაითიშა

21 ოქტომბერი, 2016 • 1959
Twitter, SoundCloud, Reddit, Tumblr – კიბერშეტევის შედეგად რამდენიმე საიტი გაითიშა

დღეს კომპანია Dyn-ზე განხორციელებული კიბერშეტების შედეგად რამდენიმე სოციალური ქსელი გაითიშა და საიტები ამ დრომდე [21:00] მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი არ არის. Twitter, SoundCloud, Reddit, Tumblr, Spotify შეფერხებით მუშაობს, დროდადრო კი საიტები სრულად ითიშება. ყველა ჩამოთვლილი საიტი Dyn-ის მომსახურებით სარგებლობს – კომპანია არის DNS სერვისის პროვაიდერი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ დღის განმავლობაში მათ სერვერებზე ორი კიბერთავდასხმა განხორცეილდა. მათთვის უცნობია, ვინ დგას მომხდარის უკან. ჰაკერები შემდეგნაირი ტაქტიკით მოქმედებენ: როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი ერთ წერტილში კონცეტრირდებიან და ქსელს დიდი მოცულობის ინფორმაციით “მომბავენ”. შედეგად, სერვერი ინფორმაციას ვეღარ ამუშავებს (Distributed Denial of Service).

სერვერებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტს უკვე იძიებს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი