ახალი ამბებიხელოვნება

არქეოლოგებმა ანაკლიაში დაახლოებით 8000 წლის წინანდელი ნამოსახლარი აღმოაჩინეს

21 ოქტომბერი, 2016 • 3199
არქეოლოგებმა ანაკლიაში დაახლოებით 8000 წლის წინანდელი ნამოსახლარი აღმოაჩინეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, ანაკლიაში 9 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიება ჩატარდა. გათხრები “შეხუზი მაქაცარიას ნა(ყ)ვანუს” სახელით ცნობილ ფართობზე და მის მიმდებარედ არსებულ ხელოვნურ ბორცვზე – დიხაგუძუბაზე (ზღვის დონიდან 3 მ.) მიმდინარეობდა. ტერიტორიაზე არქეოლოგებმა ადრეანტიკური-კლასიკური ხანის, ძველი წელთაღრიცხვის VI-IV საუკუნეების, დაახლოებით 8000 წლის წინანდელი ნასახლარი აღმოაჩინეს და გამოიკვლიეს.

10

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ახლად მიკვლეული ადრეანტიკური-კლასიკური ხანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 4 ჰექტარ ფართობზეა გადაჭიმული და დასახლება ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული არქეოლოგიური ობიექტია ენგურ-რიონის ორმდინარეთში:

“გამოკვეთილი “ციტადელით”, გარშემო თხრილით და მის მიღმა ვაკეზე გამართული საცხოვრებელი სახლებით. წარმოდგენილია 2500 წლის წინანდელი ერთი კოლხური სოფლის თუ ქალაქური ტიპის დასახლება, რომელიც ჩანს, რომ მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბერძნულ სამყაროსთან.”

2 1

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოიკვეთა ძლიერი კულტურული ფენები: დაფიქსირდა ბათქაშებით წარმოდგენილი ძელურ-ბათქაშიანი შენობის ნანგრევები და სხვადასხვა არტეფაქტები, მათ შორის იმპორტული და ადგილობრივი კერამიკული ნაწარმი. მაგ. ამფორის პირგვერდი და ძირგვერდი, კოლხური სასმისი, ვაზისებური ჭურჭელი, რომლებიც ფენას ზოგადად ძვ. წ. VI-IV საუკუნეებით ათარიღებს.

ტერიტორიიაზე გათხრები იმიტომ დაიგეგმა, რომ ის კოლხური დასახლების ორ მთავარ კომპონენტს, ხელოვნურად შექმნილ ბორცვს, “დიხაგუძუბას”, და მის გარშემო ვაკეზე გამართულ ვრცელ ნამოსახლარს აერთიანებს.

“ბორცვის სტრატიგრაფიული სურათი, რომელიც პირველი თხრილის დადების დროს გამოიკვეთა, გვაფიქრებინებს, რომ უძველეს დროს ამ ადგილას რამდენიმე მცირე ზომის ბორცვი-ნამოსახლარი უნდა არსებულიყო. ისინი სპეციალურად გაკეთებულ მკვრივ ყვითელ თიხატკეპნილზე მოზვინულ ფენაზე იყო გამართული. ეს ნაგებობები გაურკვეველი მიზეზების გამო განადგურდა, გადაიწვა და დარჩა ბათქაშების გროვა. მოგვიანებით, მაგრამ არა დიდი ხნის შემდეგ (ამასაც აქ მოპოვებული არტეფაქტები გვაფიქრებინებს), მოსახლეობამ გადაასწორა ეს მცირე ზომის ბორცვები, შეავსო ახალი მონაზვინით და შექმნა დიდი მოედანი, რომელზეც გამართა ახალი ნაგებობა. ასე წარმოიშვა ზედა და ქვედა კულტურული ფენები.” – აცხადებენ ექსპედიციის წევრები.


17

5

მასალების გადაბეჭდვის წესი