ახალი ამბები

დავით თარხან-მოურავი აჭარის უმაღლეს საბჭოში არ შედის

21 ოქტომბერი, 2016 • 3300
დავით თარხან-მოურავი აჭარის უმაღლეს საბჭოში არ შედის

დავით თარხან მოურავი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.

“აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას აზრი ჰქონდა 8 კაცით. იმიტომ გააკეთეს ისე, რომ მხოლოდ ერთი კაცი შესულიყო, რომ მას არაფრის ძალა არ ჰქონოდა იქ”, – განაცხადა თარხან – მოურავმა და დასძინა, რომ უმაღლეს საბჭოში პატრიოტთა ალიანსის სიის მეორე ნომერი, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი შევა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში პატრიოტთა ალიანსის მიერ წარდგენილი პროპორციული სიის ათეული

აჭარის უმაღლეს საბჭოში პატრიოტთა ალიანსის მიერ წარდგენილი პროპორციული სიის ათეული

აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 8 ოქტომბრის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით 5%-იანი ბარიერი გადალახა შემდეგმა ოთხმა საარჩევნო სუბიექტმა:
  • „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ – 5.89% (1 მანდატი)
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 29.62% (5 მანდატი)
  • „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 5.7% (1 მანდატი)
  • „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 45.13% (8 მანდატი)

მასალების გადაბეჭდვის წესი