ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის ბინადრობის მოწმობები გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის

21 ოქტომბერი, 2016 • 1756
აფხაზეთის ბინადრობის მოწმობები გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის

გალის რაიონის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი რეგულაციების შესახებ საუბრობს:

“გალის რაიონის 17 800 მცხოვრებიდან 340 აფხაზეთის მოქალაქეა, დანარჩენი – საქართველოს მოქალაქე. ამიტომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების სტატუსის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილების მიღებაა საჭირო. ეს საშუალებას მისცემს იმ ადამიანებს, ვინც 1999 წლიდან მუდმივად აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს, ბინადრობის მოწმობები აიღონ.

რამდენადაც ცნობილია, პარლამენტი მალე განიხილავს აღნიშნულ საკითხს. ვიმედოვნებ, პარლამენტარები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან გადაწყვეტილებას და საჭირო ცვლილებებს შეიტანენ კანონში”, – განაცხადა ნადარაიამ პრესკონფერენციაზე.

ნადარაიას თქმით, ასევე მნიშვნელოვანია გალის რაიონის 40 საზღვრისპირა სოფლის მცხოვრებთა ტერიტორიული პრობლემის გადაჭრა:

ვინაიდან გალის რაიონის ზოგიერთი მცხოვრების მიწის ნაკვეთი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, პრობლემის გადასაჭრელად ნადარაია სთავაზობს საზღვრების დაწესებას და კომპენსაციის სახით ამ ადამიანებისთვის მიწის ნაკვეთების აფხაზეთის ტერიტორიაზევე გამოყოფას.

თემურ ნადარაია; ფოტო: apsnypress.info

თემურ ნადარაია; ფოტო: apsnypress.info

მასალების გადაბეჭდვის წესი